ძალიან სახალისო მომენტი ქართულ ფეხბურთში: გუშინ, მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართა. მარტვილის “მერანმა” თბილისის “შევარდენი” 4:0 დაამარცხა.
მატჩის 68-ე წუთზე თბილისელთა გუნდის კარი ზვიად სიხარულიამ აიღო. სტადიონის ადგილობრივმა დიქტორმა კი, შეცდომით გოლის ავტორად ზვიად გამსახურდია გამოაცხადა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings