in ,

ვიდეო: აზარი ჩელსის ფეხბურთელებთან იცინოდა – მადრიდის ფანები გაცოფებულები არიან

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსისგან“ წაგების შემდეგ ლონდონური კლუბის ფეხბურთელების კამპანიაში გვარიანად კარგ ხასიათზე იყო და იცინოდა. ბელგიელის ამ საქციელმა აღაშფოთა მადრიდული კლუბის გულშემატკივრები. ისინი მიიჩნევენ, რომ მას გუნდი ფეხებზე კიდია.

ტრანსლაციაში მოხვდა მომენტი, როდესაც 30 წლის ბელგიელი ხუმრობს და იცინის ყოფილ თანაკლუბელებთან ერთად. „მას სინამდვილეში არ ადარდებს რეალი“ – ასეთი სახელწოდებით გამოვიდა Daily Mail.

მოგეხსენებათ, აზარი „რეალში“ სწორედ „ჩელსიდან“ აღმოჩნდა.

ლიგის ნახევარფინალური თამაში კი „ჩელსიმ“ ულაპარაკოდ 2:0 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც თანამემამულე „სიტის“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან ჩილაჩავა 3 წლით კასტრში ითამაშებს

რატომ გადის ჩელსი ფინალში: ისტორიაში მესამედ ინგლისური ფინალი იქნება