პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე” ლისაბონში პორტუგალიური ფეხბურთის გრანდს “ბენფიკას” დაუპირისპირდა და 2:1 მოუგო.
“ბენფიკას” დამარცხებაში თავის წვლილი ქართველმა ნახევარმცველმაც შეიტანა.
აბურჯანია “ჟილ ვისენტეს” ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით გაიტანა. ამ გოლით ანგარიში 2:0 გახდა.
ჩვენიანი 87-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის მიწურულს “ბენფიკამ” ერთი გოლის გაქვითვაც მოახერხა.
ამ გამარჯვებით “ჟილ ვისენტეს” 33 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings