in ,

ვაკოზე ძალიან დამწყდა გული – მისი დონის ფეხბურთელი ევროპაში უნდა თამაშობდეს: აჩი არველაძე

პირველი არხის სპორტულ გადაცემა “ტაიმაუტში” სტუმრობისას ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. მან გულისწყვეტა გამოხატა ვაკო ყაზაიშვილის სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გადასვლის გამო. მისი აზრით, ვაკოს დონის ფეხბურთელი ევროპაში უნდა თამაშობდეს.

“სულ ცოტა ხნის წინ, ნაკრების ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდნენ და უთამაშებლები ჩამოდიოდნენ. დღეს ეს პრობლემა დიდწილად მოგვარებულია, რაც ძალიან კარგია. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან დამწყდა გული ვაკო ყაზაიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლის გამო, მინდოდა მას კარიერა ევროპაში გაეგრძელებინა”, – ამბობს არჩილ არველაძე.

შეგახსენებთ, ვაკო ყაზაიშვილი რამდენიმე ხნის წინ, სამხრეთ კორეული “ულსან ჰიუნდაის” შემადგენლობაში ჩაირიცხა. ამ კლუბმა 2020 წელს აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

ყაზაიშვილი კორეაში წავიდა: ვაკო ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდში ითამაშებს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნი ისევ თავის ადგილს მიუჩენს დორტმუნდს?

კაშია და მამარდაშვილი: ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულები