in ,

ვადასტურებ, ვმუშაობთ კვარაცხელიას ტრანსფერზე – ნაპოლის სპორტული დირექტორი

იტალიური “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა, რომლის მთავარი აღმოჩენაცაა ხვიჩა კვარაცხელია, იტალიურ რადიოში ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

“კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებით. ვადასტურებ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამ ტრანსფერზე. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე მოცდა მოგვიწევს და იმედია საბოლოოდ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება. კვარაცხელიას ყველანაირი პარამეტრი აქვს, რაც “ნაპოლიში” არის საჭირო: ტექნიკა, ფიზიკური კონდიციები, ძლიერი მენტალიტეტი და ა.შ.” – თქვა ჯუნტოლიმ.

ხვიჩა კვარაცხელია, გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ნეაპოლელებს ივლისში წინასასეზონო შეკრების დაწყებამდე შეუერთდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის დინამო სამაგილითო საქციელი: უკრაინელები აჭარული გუნდის თამაშზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ

მარადონას ექიმებს არგენტინას პროკურატურამ ბრალი წაუყენა