ტონი კროოსმა იხუმრა „სიტის“ მიერ სერხიო აგუეროს ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით.
BBC Sport-ის ჟურნალისტმა საიმონ სტოუნმა სტადიონ „ეტიჰადთან“ დადგმული ქანდაკების ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „სერხიო აქ არის“.
„დარწმუნებული ხართ? – დაწერა „რეალის“ გერმანელმა ნაევარმცველმა და იმაზე მიუთითა, რომ მონუმენტი მას უფრო ჰგავს, ვიდრე არგენტინელს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/ruef6082b12ce-768x1024.jpg)
„ქალაქელებმა“ სერხიო აგუეროს ძეგლი გუშინ დაუდგეს, როდესაც 10 წელი შესრულდა სახელგანთქმული ოქროს გოლიდან – 93:20 წუთზე აგუერომ „ქუინს პარკ რეინჯერსს“ გაუტანა და „სიტი“ ჩემპიონი გახადა პირველად 44 წლის შემდეგ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/0_Untitled-design-41-1024x768.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/resize.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings