in

ეს მატჩი უკვე წარსულია: წინ 4 მატჩი გვაქვს – ზუროსის და მამუკელაშვილის შეფასებები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საშინაო ევრობასკეტი მარცხით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა ბელგიასთან დამატებით დროში 76:79 წააგო და პლეი-ოფისკენ მიმავალ გზაზე საქმე ძალიან გაირთულა.

საქართველო ბოლოს გამოცოცხლდა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია: ბელგიამ დამატებით დროში მოგვიგო

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო მამუკელაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დარბაზში მოსულ გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ამ მატჩის მოგება. გუნდმა ძალიან დიდი ენერგია ჩადო, მაგრამ დავუშვით უამრავი შეცდომები, რამაც განაპირობა კიდეც ეს მარცხი. ეს მატჩი უკვე წარსულია. კალათბურთია და ყველაფერი ხდება. ჩვენ კიდევ დაგვრჩა ამ ტურნირზე 4 მატჩი და შევეცდებით შეცდომები შევამციროთ და უკეთესი თამაშები ვაჩვენოთ.”

გოგას ტრავმაზე ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. “-ილიას ზუროსი

“რთული თამაში გამოდიოდა. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ჩვენი თამაშის თამაში. შემდეგ მატჩებში უნდა ვეცადოთ სიტაციის გამოსწორებას.”-სანდრო მამუკელაშვილი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ბოლოს გამოცოცხლდა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია: ბელგიამ დამატებით დროში მოგვიგო

მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით – ბელგიელთა შეფასებები