in ,

ესპანური Marca:კვარაცხელია საქართველოს და ესპანეთის გმირია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღის მთავარი სენსაცია გამოაცხო და მუნდიალის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაასრულა. “ჯვაროსნებმა” ბათუმში შვედეთი 2:0 დაამარცხეს. არადა, ამ მატჩამდე შვედები ჯგუფში პირველ ადგილზე იყვნენ და ამ მატჩის მოგების შემთხევაში, შემდეგ ესპანეთთან ფრეც აწყობდათ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ მათი ოცნების კოშკები დაამსხვრია.

ესპანეთის ნაკრებმა კი, საქართველოს და კვარაცხელიას ამ საჩუქრით ისარგებლა, საბერძნეთი დაამარცხა და შვედებს სევილიაში უპირატესობით დახვდება.

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა marca-მ საქართველოს ნაკრების თამაშზე სტატია გამოაქვეყნა და ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის გმირად მოიხსენია.

Marca–მ ხვიჩას შესახებ დაწერა, რომ ის ესპანეთის საუკეთესო მეგობარია, რომელიც მადრიდის რეალზე ოცნებობს, ხოლო “ფურია როხას” პირველობის შანსი დაუბრუნა.

“საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და განსაკუთრებით კვარაცხელიამ, რომელმაც შეძლო და ესპანეთს თბილისში გამართულ შეხვედრაში გოლიც კი გაუტანა, ბევრისთვის მოულოდნელად დღეს შვედეთს დუბლი შეუსრულა. სანიოლის გუნდი შესანიშნავად იბრძოდა დაცვაში და შეტევაში თითოეული შანსის გამოყენებას მაქსიმალურად ცდილობდა. კვარაცხელია საქართველოს და ესპანეთის გმირია.”-წერს მარკა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა თქმა უნდა კვარა საუკეთესოა:ქართველი ფეხბურთელების შეფასებები შვედეთთან მატჩში

ხვიჩას სრული სტატისტიკა შვედეთთან მატჩში