ესპანურ პონტევედრეში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივმა სამსაჯო კომიტეტმა შეჯიბრზე დაუშვა არბიტრთა საოჯახო ბრიგადა.
მთავარი მსაჯია ვაჟიშვილი ფაბიო კრესპო გამესი, ასისტენტების როლი შეასრულეს დედამ – ანდრეა გამეს რეგერამ და უმცროსმა დამ – ლუხან კრესპო გამესმა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/10/2134324.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/10/32432.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/10/34.jpg)
„ისინი როლებს ცვლიან: სახლში ყველაფერს დედა განაგებს, მოედანზე – ძმა“, – ხუმრობს 11 წლის ლუხანი, რომელმაც უკვე ჩაატარა ოჯახის წევრებთან ერთად რამდენიმე მატჩი სამოყვარულო დონეზე.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/10/3243.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings