in

ესპანეთმაც მოიგო: თურქები და ესპანელები პირველი ადგილისთვის ითამაშებენ

თურქეთის შემდეგ, ევრობასკეტის თბილისური ჯგუფისგან ბერლინის საგზური ესპანეთმაც გაინაღდა. ბელგიის ნაკრებთან სენსაციური მარცხის შემდეგ, სერჯიო სკარიოლოს გუნდმა სრულფასოვანი რეაბილიტაცია მოახდინა და მონტენეგროსთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა -65:82

ესპანელები თავიდანვე დამაჯერებლად გაიჭნენ წინ და მეტოქე ახლოს არ მიუშვეს. ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა დარიო ბრიზუელას.

ესპანეთი ხვალ თურქეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ჯგუფს პირველი ადგილითაც დაასრულებს. თურქეთი და ესპანეთი ხვალ ერთმანეთში გაითამაშებენ პირველ ადგილს.

დღევანდელ მატჩში ყველაზე შედეგიანი ესპანელთა ნაკრების წევრი დარიო ბრიზუელა იყო, რომელმაც 18 ქულა, 1 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა. მონტენეგროელთაგან საუკეთესო ვლადიმირ მიჰაილოვიჩი იყო 16 ქულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ფიბა სამარცხვინო ორგანიზაციაა – ჩვენ სამართლიანი კალათბურთის თამაში გვსურს

საქართველო ევროპას შორდება: ბულგარეთმა გაგვანადგურა – შანსი ჯერ მაინც გვრჩება