in ,

ესეც იტანს, ისიც იტანს: ლუდი პირდაპირ მატჩის დროს – IV ტური

ბუნდესლიგაში ერთბაშად ორი გამორჩეული მატჩი შედგა და ორივე უხვგოლიანი. გამარჯვებულმა გუნდებმა 4-4 გაიტანეს. მარტივი არ ყოფილა დორტმუნდელთა წარმატება. „ბორუსიამ“ სტუმრად დაამარცხა ლევერკუზენის „ბაიერი“, არადა ანგარიშში სამჯერ (!) ჩამორჩებოდა.

ჰაალანდის გატანილი პენალტის შემდეგ (ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა) იშვიათი შემთხვევა მოხდა. ჯუდ ბელინგემს მოუწია წარმატების უჩვეულოდ აღნიშვნა. დორტმუნდელებმა კუთხურის ალამთან, ტრიბუნასთან ახლოს მიირბინეს გოლის აღნიშვნისთვის, ტრიბუნებიდან კი ადგილობრივმა ქომაგებმა ქოქოლაც დააყარეს და პლასტიკატის ჭიქებიც. ერთ-ერთი ჭიქა ბელინგემმა დაიჭირა და მოსვა. აღმოჩნდა ლუდი იყო, იქვე გადააფურთხა და ჭიქაც მოისროლა.

მართალია ანგარიში უფრო საპატიოა, მაგრამ იოლი გასეირნება არც “ბაიერნს” ჰქონია სტუმრად “ლაიპციგთან”. ნაგელსმანმა თავის ყოფილ გუნდს დიდი სხვაობით მოუგო (4:1 – ლევანდოვსკი, მუსიალა, სანე, ჩუპო-მოტინგი), თუმცა თავადაც აღნიშნა, რომ ამდენი არ ეკუთვნოდათ.

ამასობაში კი ლიდერი “ვოლფსბურგია”, რომელმაც მოახერხა და ყველა, 4-ვე მატჩი მოიგო.

ჰაალანდს 65 გოლი აქვს „ბორუსიაში“ ჩატარებულ 65 მატჩში. მან ზედიზედ მე-5 შეხვედრაში გაიტანა.

იულიან ნაგელსმანი: „ვერ ვიტყოდი, რომ „ბაიერნს“ ასეთი ანგარიშით უნდა მოეგო“.

ლევანდოვსკიმ ამ სეზონში „ბაიერნის“ რიგებში ყველა მატჩში გაიტანა – 8 გოლი 5 თამაშში.

პოლონელმა ზედიზედ მე-17 მატჩში გაიტანა “ბაიერნის” რიგებში, რაც გერმანული კლუბებისთვის გოლების სერიის ხანგრძლივობის რეკორდია. აქამდე ლევანდოვსკი ამ მიღწევას გერდ მიულერთან იყოფდა. ნაციის ბომბარდირი 1969-70 წლებში 16 მატჩში იტანდა.

ბუნდესლიგა – IV ტური

ლევერკუზენი – დორტმუნდი 3:4
ფრაიბურგი – კიოლნი 1:1
ფიურტი – ვოლფსბურგი 0:2
ჰოფენჰაიმი – მაინცი 0:2
უნიონი – აუგსბურგი 0:0
ლაიპციგი – ბაიერნი 1:4
აინტრახტი – შტუტგარტი 1:1
ბოხუმი – ჰერტა 1:3
გლადბახი – არმინია 3:1

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2021-09-12-150446-1024x582.jpg

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან კობიაშვილი: შენც ხომ უნდა გინდოდეს აეროპორტში რომ ჩამოდიხარ, ხალხი დაგხვდეს, ტაში დაგიკრას?

ვნერვიულობდი, გეფიცებით: სალაჰის მე-100 გოლი და ჩელსის მე-600 მოგება – IV ტური