in ,

ეროვნული ლიგა და ყველა სპორტული ღონისძიება უმაყურებლოდ განახლდება

საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, შეჩერებული სპორტული ღონისძიებები 13 სექტმებრიდან განახლდება. მათ შორის განახლდება ეროვნული ლიგაც. აღნიშნული გადაწყვეტილება საკორდინაციო საბჭომ მიიღო.

საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა სპორტული ღონისძიება უმაყურებლოდ ჩატარდება. განსაკუთრებული დავალებებია სპორტსმენთათვის.

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე თითოეული პირი უნდა იყოს აცრილი, ან შეჯიბრის დაწყებამდე 72 საათით ადრე უნდა წარადგინოს უარყოფითი PCR ტესტი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება 14 აგვისტოს შეჩერდა. ჩატარებული 22 ტურის შემდეგ, ლიდერი 46 ქულით ბათუმის “დინამოა”

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა

ბორჯღალოსნებისა და შავი ლომის შეტევის მწვრთნელი ქორი ბრაუნი იქნება