in

ერიკ ტენ ჰაგმა რონალდუ ჩელსისთან მატჩის განაცხადს მიღმა დატოვა

ასეთი სასჯელი მიიყო კრიშტიანუმ. მიზეზი კი ისაა, რომ “ტოტენჰემთამ” მატჩის ბოლოსკენ თვითნებურად ემშვიდობება სათადარიგო სკამს და მიდის გასახდელში. სავსე “ოლდ ტრაფორდზე” უპრინციპულეს მატჩში.

“არცერთი ფეხბურთელია მენეჯერზე უპირატესი. ასეთი მოთამაშე გუნდიდან უნდა გაუშვა” – პრინციპში, ციტატა სამართლიანია, მაგრამ გუნდები ციტატებით ძირითადად, არ ხელმძღვანელობენ. ძირითადად საჭირო სიტყვაა, რადგან არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ ეს სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, ბევრი რამ იცვლება და ციტატის ავტორი, სწორედ ფერგია.

ეს არის შემთხვევა, როდესაც საფეხბურთო სამყარო რონალდუს განუდგა, რადგან ჭირვეულობის ელემენტებს პირველად არ ავლენს. საქმე კი იმაშია, რომ 5 ოქროს ბურთის მფლობელს ზაფხულში წასვლის უფლება არ მისცეს, რამაც კიდევ ორად გაყო აზრი.

“ტოტენჰემთან” მატჩის გამოძახილი კი იმაში ითარგმნა, რომ 37 წლის პორტუგალიელი “ჩელსისთან” მატჩს გამოტოვებს. რონალდუ იმით არის უკმაყოფილო, რომ ტენ ჰაგი მას პრაქტიკულად არ ენდობა. სულ 2 შეხვედრა დაიწყო პრემიერ ლიგაში ძირითადი შემადგენლობიდან და “ევერტონთან” გამარჯვების გოლიც გაიტანა.

რონალდუმ კი სულ ცოტახნისწინ, ასეთი რამ დაწერა:

“ახლა უბრალოდ ვგრძნობ, რომ კარინგტონზე ბევრი უნდა ვიმუშაო, მხარი დავუჭირო ჩემს თანაგუნდელებს და ყველაფრისთვის მზად ვიყო. ზეწოლა არ არის გამოსავალი და არც არასდროს ყოფილა. ეს მანჩესტერ იუნაიტედია და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩავი: პიკე სამაგალითოა და არ ვიცი რატომ უსტვენენ

რიბერი კარიერას ასრულებს