in ,

ერთი ტურით ადრე: კვეკვესკირის ლეხმა ჩემპიონობა გაინაღდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონია. ექსტრაკლასას ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველის “ლეხ პოზნანმა” “ვარა” 2:1 დაამარცხა და ბოლო ტურში ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ჩემპიონობა განაღდებული აქვს.

ნიკა კვეკვესკირი “ლეხის” სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.

29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ექსტრაკლასას წლევანდელ სეზონში “ლეხის” მაისურით 28 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

ბოლო ტურის შეხვედრას’ “ლეხ პოზნანი” სოსნოვიეცის “ზაგლებიეს” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბექა საღინაძე: ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს გამარჯვება დათოსთან ერთად მოვიპოვე

ვიდეო: სანდრო ადეიშვილის გოლი ტურის საუკეთესოდ დასახელდა