in ,

ევროსარბიელზე განთესილი მხოლოდ თბილისის დინამო იქნება

2021/22 წლების სეზონის ევროტურნირები მოახლოვდა. ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის “დინამო”, ხოლო უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე, ბათუმის “დინამო”, “დილა” და “გაგრა” იასპარეზებენ.

ჩამოთვლილი გუნდებიდან განთესილი მხოლოდ თბილისის “დინამო” იქნება. ჯერ ბევრი სავარაუდო მეტოქე გასარკვევია, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ზაგრების “დინამოს” (ხორვატია), “ოლიმპიაკოსს” (საბერძნეთი), “ცრვენა ზვეზდას” (სერბეთი), “ლუდოგორეცსა” (ბულგარეთი) და სხვა რამდენი ძლიერ გუნდს პირველ ეტაპზე არ შეხვდება.

გიორგი ნემსაძის გუნდი შესაძლოა დაუპირისპირდეს: წინასაკვალიფიკაციო ეტაპის 2 გამარჯვებულს, “შახტიორს” (ბელარუსი), “შემროკ როვერსს” (ირლანდია), “ვალურს” (ისლანდია), “ბოდო გლიმტს” (ნორვეგია), “ჰამრუნ სპარტანსსა” (მალტა) და ალბანეთის ჩემპიონს, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის. სავარაუდო მეტოქეების სია 11 ჩემპიონატის გუნდებისგან შეივსება.

“გაგრა”, ბათუმის “დინამო” და “დილა” განუთესავები არიან. მათი პოტენციური მოწინააღმდეგეების სია კიდევ ძალიან ბევრი გუნდით გაიზრდება, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ისინი შეიძლება ამათ შეხვდნენ: “ფეჰერვარი” (უნგრეთი), “დანდალკი” (ირლანდია), “სუდუვა” (ლიეტუვა), “სპარტაკ ტრნავა” (სლოვაკეთი), “კლაკსვიკი” (ფარერები), “კუოპიონი” (ფინეთი), “ჰაფნარფიორდური” (ისლანდია), “სუტიესკა” (მონტენეგრო), “ლიეპაია” (ლატვია), “ჰიბერნიანი” (მალტა), “ლევადია” (ესტონეთი), “სტიარნარი” (ისლანდია), “პუშკაშის აკადემია” (უნგრეთი), “უიპეშტი” (უნგრეთი), “შკუპი” (ჩრდ. მაკედონია).


კონფერენს ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრები 15 ივნისს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის 10 ქულა მილუოკისთან

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ