in ,

ევროპის ჩემპიონატისთვის მთავრობამ 100 მილიონი გამოყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სახლში სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ 2023 წლის 21-წლამდელ ფეხბურთელა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გაიმართოს, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში – თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სტადიონებისა და ბაზების რეკონსტრუქცია იგეგმება.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა. 

21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. თავდაპირველად, ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა, თუმცა UEFA-ს საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 9 ქულა: ვირტუსი ევროთასის 1/2 ფინალშია

დაცვას მიხედე პაპა კარლო, დაცვას: რეალი ჯადოსნობას აპირებს – ფაქტები