ნიდერლანდების ქალაქ ზეისტში ფუტსალის ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია (ისევე, როგორც ბოსნია, ფინეთი და სლოვაკეთი) და წილისყრის წინ ბოლო – მე-4 კალათაში მოხვდა, მასპინძელ ნიდერლანდებთან, ფინეთთან და სლოვაკეთთან ერთად. ამგვარად, ამ გუნდების ერთ ჯგუფში მოხვედრა თავიდანვე გამოირიცხა.
წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები D ჯგუფში აღმოჩნდა, სადაც მისი მეტოქეები ბოსნიის, აზერბაიჯანისა და ესპანეთის ნაკრებები იქნებიან.
D ჯგუფი
საქართველო
ესპანეთი
აზერბაიჯანი
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ბოსნია
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/inbound8940908513760801343.jpg)
მატჩების განრიგი
22 იანვარი – საქართველო V აზერბაიჯანი [გრონინგენი]
26 იანვარი – ბოსნია V საქართველო [გრონინგენი]
29 იანვარი – საქართველო V ესპანეთი [გრონინგენი]
ევრო 2022 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings