in ,

ევროპაში ვეღარ დავრჩით: ბათუმმა მოიგო, არ წააგო, მაგრამ მაინც გამოვარდა

ქართული კლუბები ევროტურნირებზე აღარ დარჩნენ. ამაში გასაკვირი არაფერია, მიჩვეულებიც ვართ, მაგრამ ჩვენი ბოლო წარმომადგენლის – ბთუმის “დინამოს” მიმართ ნამდვილად არაფერი გვაქვს დასაძრახი. უბრალოდ, ვიხსენებთ პირველი, ბათუმური მატჩის ბოლო წამებს და კიდევ უფრო დასანანი ხდება ის გაშვებული გოლი. ამას ემატება თურქულ შეხვედრაში გამოუყენებელი მომენტები და გულდასაწყვეტია, რომ პლეი-ოფში ვერ გავედით, თორემ ბათუმელებმა მთელი ძალა და გული ჩადეს სივასურ მატჩში და ძირითადი დრო მოიგეს კიდეც. ამ ბრძოლისთვის მათ მადლობა, მაგრამ მოგებაც ხომ გვინდა და შეგვეძლო კიდეც.
მოკლედ, მისაღები თამაში და მიუღებელი შედეგი.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2021-08-13-000947.jpg

არც “ბატეა” ცუდი გუნდი და არც “სივასი”, ამიტომ ასეთ გუნდებთან ღირსეული თამაში ნამდვილად კარგია, უბრალოდ საქმე ისაა, რომ ამას შესაძლებლობების ზღვარზე ერთი გუნდი არ უნდა აკეთებდეს, ეს უნდა იყოს ნორმა ქართული კლუბებისთვის და ასეთ შემთხვევაში მერე საოცნებო აღარ გვექნება ჯგუფური ეტაპი, მით უმეტეს უკვე რანგით მესამე ევროპულ ევროტურნირზე.

This image has an empty alt attribute; its file name is 20210812-2-49587624-67867631-zyyd_cover-1024x576.jpg

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, :დინამო” არ ყოფილა მეორე ნომერი, ბურთიც ეჭირა, თუმცა სახიფათო მომენტამდე საქმე ვერ მიდიოდა. დაძაბულობა უფრო ჩვენს კართან იქმნებოდა. ეს პირველ ტაიმზე ითქმის.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2021-08-12-235937-1024x597.jpg

მეორე ტაიმი ბევრად სასეირო და მომენტებიანი იყო. მარტო ფანცულაიას მესის მსგავსი დრიბლინგი რად ღირს, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ნახევარი “სივასპორი” ბითურად მოატყუა და ძლიერი დარტყმით ხარიხა ჩამოიღო, სამწუხროდ დამატებაზე ფლამარიონმა უხეიროდ დაარტყა.
ჩვენები მიაწვნენ და მომენტი მომენტზე შექმნეს. გავიხსენოთ:
76 წთ: ალთუნაშვილი ურტყამს არაზუსტად ხელსაყრელი პოზიციიდან.
78 წთ: ფანცულაია დაემუქრა მეტოქეს.
79 წთ: ფლამარიონის დაახლოებით 11-12 მეტრიდან დარტყმული ზენოდან აცდა კარს.

მერე უკვე მასპინძლებიც მოვიდნენ აზრზე და შემოგვიტიეს, გოლიც გაგვიტანეს, ოღონდ პასიური თამაშგარე დაფიქსირდა. მოკლედ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ახალი წესების თანახმად, დამატებითი დრო დაინიშნა.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2021-08-12-234450.jpg


აი აქ უკვე ჩვენმა მეტოქემ უფრო ივარგა. პირველი დამატებითი ტაიმის სულ ბოლო წამს ალავიძემ გვიხსნა აშკარა გოლისგან. მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო “სივასმა” და მალევე მიაღწია საწადელს. ვერაფრით გამოვიტანეთ საჯარიმოდან ბურთი და ახლო მანძილიდან ფელიქსმა გაგვიტანა.

დარჩენილ დროში სამწუხაროდ აღარ გვეყო ძალა შეტევისთვის და მომდევნო ეტაპზე “სივასპორი” გავიდა, ბათუმის “დინამო” კი თავაწეული, მაგრამ ნირწამხდარი ბრუნდება შინ.

კონფერენს ლიგა. მესამე ეტაპი
სივასპორი – დინამო ბათუმი 1:1 (3:2)
12 აგვისტო. სივასი.

ფანცულაია, 78. ფელიქსი, 109

დინამო: ალავიძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი – ტეიდი, მანჯგალაძე (ფანცულაია, 46) – ჯიღაური (ნავალოვსკი, 73), ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი (შინდაგორიძე, 102) – ფლამარიონი (ნიქაბაძე, 85)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ჩემპიონატი ჩერდება: ჩატარდება თუ არა ნაკრების მატჩი 2 სექტემბერს

აბა ვინ არის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი