in ,

ევროთასები და ფინანსები: რამდენს გამოიმუშავებენ ქართული კლუბები

ქართულ ფეხბურთში ფინანსების სერიოზული პრობლემა რომ არსებობს ამას ვერსად გავექცევით. წლიდან-წლამდე იქმნება და იშლება არაერთი გუნდი, რისი მიზეზიც ფინანსური არასტაბილურობაა. კერძო სექტორის უინტერესობა კი ფინანსურ კოლაფსს და ლამის ევროთასების წინ გუნდების დაშლას იწვევს, მაგალითად „საბურთალო“.

დღეს ჩემპიონთა ლიგაა და ბათუმის „დინამო“ იასპარეზებს. ჰოდა, ცოტახნით პრობლემები გადავდოთ და ფინანსური დეტალები გავაანალიზოთ.

ბათუმურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისათვის 280 000 ევრო გარანტირებული აქვს. წარმატების შემთხვევაში ზღვისპირელთა ბიუჯეტი კიდევ 100 000 ევროთი შეივსება. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისათვის კი 480 000 ევროს გამოიმუშავებს. ეს იდეალური სცენარია.

ახლა კი განვიხილოთ რამოხდება თუ ბათუმელები დამარცხდებიან. გუნდი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა და 350 000 ევრო გარანტირებული ექნება, ხოლო კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესვლა, გარანტირებულ 3 მილიონ ევროს ნიშნავს.

ნუ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა 15 მილიონ ევროს ნიშნავს და ამაზე ზღაპრული სცენარი არ არსებობს.

დანარჩენ ქართულ გუნდებს კი კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე მონაწილეობისათვის 150 000 ევრო აქვთ გარანტირებული. თუკი ბათუმის „დინამო“ სლოვანს დაამარცხებს, კონფერენს ლიგის პლეი ოფში თამაშს გაინაღდებს, რაც 750 000 ევროს უდრის. აღარაფერს დავწერ ჯგუფური ეტაპის სისტემაზე, რადგან ბევრს, შესაძლოა ნერწყვი მოადგეს.

მოკლედ, წარმატებები ქართულ გუნდებს და მწირბიუჯეტიანობის პირობებში ევროსარბიელი ჟანგბადის ტოლფასია!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინი ივლისის ბაშო მე-4 დღეს დამარცხდა

ვის ჰყავს ფანი ჩვენისთანა: სად დადის ხალხი სტადიონზე – ევროპის საუკეთესო დასწრება