in

ევრობასკეტი 2025 გაირკვა: ისევ 4 ქვეყანა – უკრაინას პოლონეთი ჩაანაცვლებს, მთავარი ლატვია იქნება

დღეს საღამოს ევრობასკეტზე გადამწყვეტი თამაშია, ესპანეთი და საფრანგეთი ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ. მანამდე კი FIBA-მ ის გაარკვია, თუ ვინ უმასპიძლებს მომდევნო ევროპის პირველობას.

წლევანდელის მსგავსად, 2025 წლის ევრობასკეტსაც 4 ქვეყანა უმასპინძლებს.

საქმე ისაა, რომ უკვე გაზაფხულზე იყო ცნობილი სამი მასპინძლის ვინაობა. ესენი გახლავთ ლატვია, კვიპროსი და ფინეთი. მეოთხე ქვეყანა დიდი ალბათობით უკრაინა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ომის გამო ეს საკითხი ბუნებრივია ეჭვქვეშ დადგა.
ახლა კი გაირკვა, რომ უკრაინას მისი მეზობელი პოლონეთი ჩაანაცვლებს.

როგორც წელს, 2025-შიც ყველა ქვეყანა თითო ჯგუფის მატჩებს მიიღებს, ხოლო პლეი-ოფი და დასკვნითი ეტაპი ლატვიაში ჩატარდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილი წელს ალბათ კლუბს გამოიცვლის

რეალის სტადიონზე ფედერერი-ნადალი გაიმართება