in ,

დღე უკანასკნელი, დღე პირველი – XII ტური

ინგლისში საკმაოდ ამბები მოხდა – “ჩელსის” დომინანტური ფეხბურთი, “ლივერპულის” სუპერშთამბეჭდავ-იდეალური ფეხბურთი, ჟოაო კანსელოს დაუჯერებელი პასი, კონტეს პირველი მოტრიალებული მოგება, ბოლოს და ბოლოს სტივენ ჯერარდის დაბრუნება (წარმატებული), მაგრამ მაინც ყველაფერი “მანჩესტერმა” გადაფარა. სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულმა “იუნაიტედელებმა” ისევ ვერ ივარგეს, ცხრილის დაბლა მყოფ გუნდთან ბოლო წუთებზე დიდი სხვაობით წააგეს და თავაზიანად, მოწიწებით, მადლობით, მაგრამ მაინც გაუშვეს მწვრთნელი.

გადაწყდა, მიდის: სულშერს თავაზიანად გაუშვებენ, ზიდანს ფულს უმატებენ

მომდევნო ტურში იცით სად ელის თამში “მანჩესტერს”? ამაზე უარესი ახლა ალბათ ვერაფერი ვერ ექნებოდა – ლონდონში, ძლევამოსილ “ჩელსის” უნდა ესტუმროს.

This image has an empty alt attribute; its file name is Webp.net-compress-image-3-3-1024x538.jpg

“ვესტ ჰემმა” გაუთავებელი მოგებების შემდეგ წააგო, თუმცა მეოთხეზე მაინც დარჩა. მომდევნო ტურშიც ვერ დაგეგმავს 3 ქულას, რადგან “სიტისთან” მიდის, რომელმაც ულაპარაკოდ მოუთავა საქმე “ევერტონს” და ტაიმის ბოლოსკენ კანსელომ პასი გააკეთა, ამ სეზონში კი არა, ბარე კიდევ ათ სეზონში აღარ გამოვა მსგავსი რამ.

This image has an empty alt attribute; its file name is FEukb0UXEAQTtpd-scaled-1-1024x666.jpg

“ბრაიტონი” სულ უფრო ქვემოთ ეშვება, რადგან უკვე დიდი ხანია აღარ მოუგია, ბოლო 5 მატჩში მოგება არ აქვს, აი “კრისტალ პალასს” კი ბოლო 5 თამაშში ერთიც არ წაუგია.

ფულნაშოვი “ნიუკასლი” კი ჯერაც მოუგებელია და ბოლო ადგილზე ყურყუტებს, თან შინ ისეთ “ბრენტფორდს” ვერ მოუგო, რომელსაც ბოლო 4 მატჩი წაგებული ჰქონდა.

გამორჩეული მატჩი შედგა “ენფილდზე”, სადაც “ლივერპულმა” ბოლო პერიოდში წაუგებელ “არსენალს” მასტერკლასი ჩაუტარა. მატჩის მსვლელობისას კლოპი და არტეტა წაკამათდნენ და პატარა გარჩევები მოაწყვეს. ორივე მწვრთნელმა ყვითელი მიიღო.

„არსენალმა“ პირველად წააგო აგვისტოს შემდეგ. იყო 8 მოგება და 2 ფრე.

სალაჰს 11 (6+5) ქულა აქვს პრემიერლიგაში ბოლო 6 მატჩში.

რონალდოს 1 გოლი აქვს პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში.

არტეტა: „ლივერპულს“ შეუძლია ყველაფერში დომინირება, ამიტომაც იყო ევროპაში საუკეთესო გუნდი. დღეს ისინი „არსენალზე“ უკეთესები იყვნენ“.

კლოპი: „ლივერპულმა“ დიდებული მატჩი ჩაატარა. ჩვენ გააზრებულადაც ვითამაშეთ და ეფექტურადაც“.

„მანჩესტერმა“ შესაძლო ქულების 78% აიღო სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, 37% – შემდეგ.

„მანჩესტერმა“ წააგო ბოლო 7-დან 5 მატჩი და მოიგო მხოლოდ ერთხელ.
მაგუაირი პირველად გააგდეს 121 „მანჩესტერულ“ მატჩში. მან 2 ყვითელი 7 წუთში მიიღო.

სულშერმა „მანჩესტერში“ მოიგო მატჩების 54%. ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მარტო მოურინიოს ჰქონდა – 58%.

სულშერი: „მანჩესტერმა“ გულშემატკივრები დააღალატა“.

დე ხეა: „იოლია მწვრთნელის დადანაშაულება, ზოგჯერ საქმე ფეხბურთელებშია. ბოდიშს ვუხდი ქომაგებს“.

რაჰიმ სტერლინგმა მე-300 მატჩი ითამაშა პრემიერლიგაში.

ჰაუს კოვიდი შეეყარა და მან „ნიუკასლის“ მწვრთნელობის პირველი მატჩი გამოტოვა.

ჯერარდი: „კარგი დასაწყისია ჩემთვის“.

პრემიერლიგა – XI ტური

ლესტერი – ჩელსი 0:3
ვულვერჰემპტონი – ვესტ ჰემი 1:0
უოტფორდი – მანჩესტერი 4:1
ნორვიჩი – საუთჰემპტონი 2:1
ნიუკასლი – ბრენტფორდი 3:3
ბარნლი – კრისტალ პალასი 3:3
ასტონ ვილა – ბრაიტონი 2:0
ლივერპული – არსენალი 4:0
სიტი – ევერტონი 3:0
ტოტენჰემი – ლიდსი 2:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნმა 2-იანი ჩაიწერა და რეკორდამდე 1 გოლი დააკლდა – XII ტური

ჩავი საბავშვო ბაღით იწყებს – XIV ტური