როდესაც სათამაშო კლასში ძალიან დიდი სხვაობაა, ვერაფერს გახდები, წყალბურთში კი სენსაციები არცთუ ხშირად ხდება. გუშინ გერმანულ “ვასპო ჰანოვერთან” მტკივნეული მარცხის შემდეგ (3:10), დღეს თბილისის “დინამო” ერთ-ერტ ფავორიტ უნგრულ “ფერენცვაროშს” დაუპირისპირდა და 4:11 დამარცხდა.
დინამო განადგურდა: პლეი-ოფის შანსი შემცირდა
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Screenshot-2021-03-03-220522.jpg)
“ფერენცვაროში” უნგრეთის 20-გზის ჩემპიონი და 20-გზის თასის მფლობელია. ასევე, ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
შეხვედრა თავიდანვე უნგრელების უპირატესობით დაიწყო და, შეიძლება ითქვას, მათ პირველივე პერიოდში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. “ფერენცვაროშმა” პირველი პერიოდი 5:0 მოიგო. უნგრელი წყალბურთელები კონტრშეტევებზე კარგად გადადიოდნენ, მათი ცენტრები ჩვენს დამცველებს ხშირად აძევებდნენ და ამ ყველაფრის ფონზე უპირატესობას ქმნიდნენ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მომდევნო პერიოდებში “დინამომ” თამაში გამოასწორა და უნგრელებს უფრო ტოლსწორად ეთამაშა. მეტიც, “დინამომ” მეტოქე მესამე პერიოდში დაამარცხა კიდეც – 2:1. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის სერბი ლეგიონერი ბორის ვაპენსკი უნდა გამოვყოთ, რომელმაც დღეს 2 ბურთი გაიტანა.
მიუხედავად გაშვებული გოლებისა, ჩვენს გუნდში გამორჩეული მეკარე ირაკლი რაზმაძე გახლდათ, რომელმაც ერთი 5-მეტრიანი დარტყმა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Screenshot-2021-03-03-210351-1.jpg)
საბოლოოდ, 11:4 (5:0, 3:1, 1:2, 2:1) “ფერენცვაროშის” სასარგებლოდ.
გოლები: 0:1 ზალანკი; 0:2 ვამოში, 0:3 ვიგვარი, 0:4 ვიგვარი; 0:5 ფუნტულისი; 1:5 ვაპენსკი; 1:6 კონსტანტინ-ბიკარი, 1:7 იანშიკი, 1:8 მაიერი; 2:8 ვაპენსკი, 2:9 ვიგვარი, 3:9 ვასიჩი, 3:10 ვამოში, 4:10 ბითაძე, 4:11 კონსტანტინ-ბიკარი.
“დინამო” ხვალ იტალიურ “ბრეშას” ეთამაშება, შემდეგ კი “ბარსელონეტას”. “დინამომ” პირველი მატჩი “ბრეშასთან” 12 დეკემბერს 9:15 წააგო.
GIPHY App Key not set. Please check settings