in ,

ლობჯანიძის გადამწყვეტი პენალტი: ტობოლი სუპერთასის ფინალშია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის სუპერთასის ფინალშია. სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში მისი კოსტანაის “ტობოლი” ალმათის “ქაირათს” დაუპირისპირდა და მძიმე გამარჯვება იზეიმა.

მატჩი დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა – 3:3. ალმათელებმა ლამაზი გოლით ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრეს. სუპერთასის წესების თანახმად, რადგან ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, გუნდები პირდაპირ 11-მეტრიანი დარტყმების სერიაზე გადავიდნენ, რომელშიც უკეთესი “ტობოლი” გამოდგა – 4:2.

ელგუჯა ლობჯანიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ნახევარში (46-ე წუთზე) ჩაერთო, გადამწყვეტი პენალტი სწორედ ქართველმა შეასრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

ყაზახეთის სუპერთასის ფინალური შეხვედრა 6 მარტს გაიმართება, რომელშიც “ტობოლი” “ასტანას” (ყარაგანდის “შახტიორს” 2:0 მოუგო) დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქტომბრის შემდეგ პირველად: ჩაკვე განაცხადშია

დღეს უკეთ, ვიდრე გუშინ: დინამო ფერენცვაროშთან დამარცხდა