in

დღეს კიბერბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ვებ-2 სივრცეში გადასვლამ კაცობრიობის არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. სოციალური ქსელები ფეისბუქი, ინსტაგრამი, თვითერი და ა.შ. ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო წყაროა და ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო იშვიათია ბეჭდური მედიის გამოყენების წილი სამყაროში. თუმცა, მედლის მეორე მხრიდან სოციალური ქსელის ნეგატიურ გავლენას ვერსად წაუვალთ. ხალხი, რომლებიც სოც.ქსელებს ბულინგისათვის იყენებენ.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში კიბერბულინგის გამოისობით სუიციდის რიცხვმა მკვეთრად იმატა. განსაკუთრებით მოხშირებულია ბულინგი პოპულარული ადამიანების, მათ შორის სპორტსმენების მიმართ.
ერთია, როცა გიწუნებენ საშემსრულებლო კლასს, 3 ქულიანის ტყორცნას, პენალტის რეალიზებას, ერთი-ერთზე დაცვას ან ბლოკ-შოტის შესრულებას, მაგრამ მეორეა, როცა წნეხქვეშ არასპორტული მიზეზით ექცევი და რატომღაც, ზოგს ჰგონია, რომ ფეხბურთელები ან კალათბურთელები ადამიანები არ არიან, მათ არ გააჩნიათ ემოციები ანდაც არ კითხულობენ შემზარავ კომენტარებს. ეს ხალხი ძალიან ცდება.


კარგი, ამ თემას სამანი არ აქვს და ნებისმიერი სახის ძალადობა ნორმალურ საზოგადოებაში დაგმობის უცილობელი კანდიდატია. პირველი, ვინც დღეს კამპანიის ფარგლებში პოსტი გამოაქვეყნა, „ლივერპულის“ კაპიტანი და ასევე იუბილარი ჯორდან ჰენდერსონია, რომელსაც 32 წელი შეუსრულდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუკა მოდრიჩი ერთა ლიგის წინააღმდეგ: 10 დღეში 4 მატჩი? ეს უბრალოდ არაჰუმანურია

როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა: რა უთხრა მოდრიჩმა სალაჰს