in

დუდა სანაძე: მეგობარი ქვეყნები ვართ და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო

საქართველოსა და თურქეთის საკალათბურთო შეხვედრა, რომელიც ორ ოვერტაიმში “ჯვაროსნების” გამარჯვებით დასრულდა, ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. მეტიც, თურქული მხარე ევრობასკეტის დატოვებითაც იმუქრება.

გაასაჯაროვეთ კამერების ჩანაწერები: თურქები ევრობასკეტის დატოვებით იმუქრებიან

ერთ-ერთ ეპიზოდში დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის ჩხუბი დაიწყო. მსაჯებმა ორივე მოთამაშეს დისკვალიფიკაცია მისცეს და მოედანი დაატოვებინეს. თურქები წერენ, რომ ინციდენტი გასახდელშიც გაგრძელდა და გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე კორკმაზს თავს დაესხნენ.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, დუდამ პირველი კომენტარი ბერძნულ მედიასთან გააკეთა.

“მას ვუთხარი, რომ ეს სულელური ჯარიმა იყო და მას ამაზე ასეთი რეაქცია ჰქონდა. მისი ასეთი რეაქცია მოულოდნელი იყო და მოულოდნელად ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. მისგან შეძახილები მოდიოდა, რომ გასახდელში მენახა. ძალიან ცუდი შემთხვევა იყო. ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ და ეს არ უნდა მოხდარიყო, მაგრამ ისეთი შეხვედრა გამოვიდა, მოედანზე ემოციები ვერ შევიკავეთ.”-თქვა დუდა სანაძემ

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0