in

დონჩიჩი გააგდეს: ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება

წლევანდელ ევრობასკეტს სენსაციებ იარ აკლია. ერთმანეთს მიყვნენ ტურნირის ფავორიტები – სერბეტი, საბრძნეთი და ახლა ევროპს მოქმედი ჩემპიონი სლოვენია, თავისი დაუჯერებელი ლიდერით ლუკა დონჩიჩით.

სლოვენიამ წააგო პოლონეთთან. ისე მოხდა, რომ პოლონელები მთელი 23 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ფავორიტმა მესამე პერიოდში ამოუქაჩა და მერე 5 ქულითაც გავიდა წინ. აქ ალბათ ყველას ეგონა, რომ სლოვენია მოიგებდა, მაგრამ პოლონეთი არ დანებდა და სენსაცია დადო.
პოლონეთი 1971 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევრობასკეტის ნახევარფინალში.

მატჩის გმირი მატეუშ პონიტკა გახდა, რომელმაც 26 ქულით, 16 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. ეს არის პირველი ტრიპლდაბლი ევრობასკეტზე 1995 წლის შემდეგ.

სლოვენია – პოლონეთი 87:90
26:29, 13:29, 24:6, 24:26

ს: ჩანჩარი (21), გ. დრაგიჩი (17), დონჩიჩი (14+11 მოხსნა+7 პასი), ბლაჟიჩი (13), ტობი (8+7 მოხსნა) – სასტარტო; პრეპელიჩი (9), მურიჩი (5), ნიკოლიჩი (0), სამარი (0).

პ: პონიტკა (26+16 მოხსნა+10 პასი), სლოტერი (16), სოკოლოვსკი (16), ბალცეროვსკი (11), სელი (4) – სასტარტო; ზისკოვსკი (14), ძევა (3), მიხალაკი (0), გარბაჩი (0), ოლეინიჩაკი (0).

თამაშის მოტრიალება მოუწია საფრანგეთსაც. ფრანგებმა ზედიზედ მეორე ოვერტაიმი მოიგო, თითქმის წაგებული შეხვედრა გადაარჩინეს და 93:85 დაამარცხეს იტალია.
მეოთხე მეოთხედში იტალია ლიდერობდა და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან. კულმინაცია ბოლო წამებზე დადგა – 77:75-ზე, თამაშის დასრულებას 16 წამი აკლდა, ფონტეკიომ ორი საჯარიმო ააცილა და ბოლო შეტევაში ერტელმა ანგარიში გაათანაბრა, რითაც შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

საფრანგეთი – იტალია 93:85 (ო)
27:20, 11:11, 18:31, 21:15, 16:8

ს: იაბუსელე (19), ფურნიე (17), გობერი (17+12 მოხსნა), ტარპი (8+7 მოხსნა), ალბისი (0) – სასტარტო; ერტელი (18+7 პასი), ლუვავუ-კაბარო (13), ფალი (1), მ’ბაიე (0), ოკობო (0), პუარიე (0).

ი: სპისუ (21), ფონტეკიო (21), მელი (10), პოლონარა (9), ტონუტი (4) – სასტარტო; დატომე (12), მანიონი (4), რიჩი (4), პაიოლა (0), ბილიგა (0).

ევრობასკეტი 2022-ზე გარკვეულია ნახევარფინალური წყვილები:

16 სექტემბერი

პოლონეთი – საფრანგეთი (19:15)
გერმანია – ესპანეთი (22:30)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პასი უნდა მისცეს, პასი – სპალეტის ხვიჩა მოსწონს, მაგრამ…

ვიდეო: უზომოდ მიყვარხართ – თოკო ქომაგებს მალე დაბრუნებას დაპირდა