in ,

დმიტრუ ივანისენია: ქართველ ფეხბურთელებს საკუთარი მომავლისადმი არაპროფესიონალური მიდგომა აქვთ

თბილისის “დინამოს” ყოფილი უკრაინელი ნახევარმცველი დმიტრუ ივანისენია, რომელიც ამჟამად რუსული “კრილია სოვეტოვის” ღირსებას იცავს, რუსულ ვებგვერდთან ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც იგი საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბში გატარებული პერიოდის შესახებ და ქართველ ფეხბურთელებზე საუბრობს.

“საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ქვეყანაში თავისებური მენტალიტეტი აქვთ, თან საქმეში ქართული სამზარეულოც ერთვება. საქართველოში 17-18 წლის ასაკში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ საკმარისია ისინი თბილისის “დინამოში” აღმოჩნდნენ, მცირე პროგრესს მიაღწიონ და შემდეგ ჩერდებიან. მათ საკუთარი მომავლისადმი არაპროფესიონალური მიდგომა აქვთ”, – თქვა დმიტრუ ივანისენიამ.

27 წლის უკრაინელი ნახევარმცველი “დინამოდან” წასვლის შემდეგ, ლუგანსკის “ზორიაში” წავიდა და უკრაინის ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავით მუჯირი: სანიოლმა დასაწყისში გულშემატკივარს ოპტიმიზმის საშუალება მისცა – მისთვის გადამწყვეტი ერთა ლიგა იქნება

გიორგი ჩაკვეტაძე: პატარა ბავშვივით ბედნიერი ვიყავი