in

დინამო განადგურდა: პლეი-ოფის შანსი შემცირდა

თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა განაახლა და საშინელი შედეგიც მივიღეთ – 3:10 წავაგეთ გერმანულ „ვასპო 98 ჰანოვერთან“. არადა, იმედიანად ვხვდებოდით ამ თამაშს. მოუგებელი „ჰანოვერი“ 0 ქულით ბოლო ადგილზე იყო, ჩვენ გუნდს 3 ქულა ჰქონდა და გამარჯვების შემთხვევაში ძალიან რეალური ხდებოდა პლეი-ოფში გასვლა (6-გუნდიანი ჯგუფიდან 4 გუნდი გადის. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 3, რადგან მასპინძელეთა გუნდს განაღდებული აქვს პლეი-ოფი მასპინძლის სტატუსის გამო). სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა და ჩვენი ჩემპიონი პირწმინდად დამარცხდა.

„დინამოს“ კიდევ 3 თამაში დარჩა და ბუნებრივია გასვლის შანსი არსებობს, მაგრამ თუ დარჩენილ მეტოქეებს გადავხედავთ, ვაღიაროთ, შანსი დიდი არ არის, მით უმეტეს, თუ „ჰანოვერთან“ თამაშის ხარისხს გავითვალისწინებთ.

ჩვენს წყალბურთელებს განსაკუთრებით შეტევაში გაუჭირდათ. „დინამოს“ სამი პერიოდის შემდეგ გოლი არ ჰქონდა გატანილი. სამივე ბურთი ჩვენებმა მეოთხე პერიოდში შეაგდეს.

ჩვენი ჯგუფის თამაშები ბაბლის სისტემით ბუდაპეშტში მიმდინარეობს.

3 მარტი: დინამო-ფერენცვაროში
4 მარტი: ბრეშა-დინამო
5 მარტი: დინამო-ბარსელონეტა

თბილისის “დინამომ” პირველი წრის სამი შეხვედრა შარშან 15-17 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართა.

პირველ ტურში “დინამომ” „ბარსელონეტასთან” 5:17 წააგო, შემდეგ იტალიურ “ბრეშასთან” დამარცხდა – 9:15, ხოლო მესამე ტურში ჩვენმა წყალბურთელებმა 11:8 სძლიეს “იადრანს” (მონტენეგრო).

საქართველოს ჩემპიონი უნგრეთის დედაქალაქში ასეთი შემადგენლობით ჩავიდა: ირაკლი რაზმაძე, ბექა ქავთარაძე, ბესარიონ ახვლედიანი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა (კაპიტანი), სანდრო ადეიშვილი, იოვან სარიჩი, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი, ბორის ვაპენსკი, ნიკოლოზ შუბლაძე, გიორგი გვეტაძე, მთავარი მწვრთნელი დეიან სტანოიევიჩი, მწვრთნელები – ზურაბ რურუა, ირაკლი გოგელია, ექიმი გურამ ადამია.

პანდემიასთან დაკავშირებით წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებაში 12 გუნდი მონაწილეობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაინც ნამეტანია: რა ღირს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთები – ფიფამ ფასები თქვა

ლაციო-ტორინო აღარ გაიმართება? – კორონამ იფეთქა