ჰაჯი დრამე ,,დილას” ფეხბურთელია.
21 წლის მალელი შემტევი კარიერას ,,დილაში” გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. მისი ძირითადი სათამაშო პოზიცია შეტევის მარჯვენა ფლანგია, თუმცა თამაში შეუძლია როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარცხენა ფანგის შემტევის პოზიციაზე.
იგი გორულ კლუბს ესტონური ,,პაიდედან” შეუერთდა, რომლის რიგებშიც 2 სეზონის განმავლობაში 43 თამაში ჩაატარა 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჰაჯი დრამეს მალის 20 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 8 თამაში აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 1 გოლია
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings