საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის (დიდი 10) ფინალში ერთმანეთს სარაგბო კლუბი “ბათუმი” და ბოლნისის “ყოჩები” დაუპირისპირდებიან. ბოლნისელებმა გუშინ შესარჩევ ფინალში რუსთავის “ხარები” 33:32 დაამარცხა.
Sport4me.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით დიდი 10-ს ფინალურ შეხვედრას 5 ივნისს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” უმასპინძლებს.
ამ გუნდებმა დიდი 10-ს რეგულარულ სეზონში პირველი-მეორე ადგილი დაიკავეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ბათუმს” მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი აქვს და ისიც “ყოჩებთან”.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings