ოფიციალურად! ლეო მესი „ბარსელონას“ ტოვებს!
კატალონიურმა კლუბმა დაადასტურა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდება.
„მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, კონტრაქტის გაფორმება ლა ლიგის რეგულაციების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა“, – წერს „ბარსელონა“ ოფიციალურ განცხადებაში.
![This image has an empty alt attribute; its file name is inbound3007614105825213678-648x1024.jpg](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/inbound3007614105825213678-648x1024.jpg)
გუშინ ყველა ავტორიტეტული გამოცემა წერდა, რომ ლეო მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა – მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და მხოლოდ ოფიციალური განცხადების გაკეთება რჩებოდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
თუმცა, რამდენიმე საათის წინ Marca-მ ექსკლუზიური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ მხარეებს შორის გარკვეული პრობლემები შეიქმნა და არგენტინელი წასვლასთან ახლოს იყო და რამდენიმე საათში ეს ინფორმაცია ოფიციალურად „ბარსელონას“ ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.
GIPHY App Key not set. Please check settings