in ,

დიდები დაპატარავდნენ: ბარსას ადგილი ნაღდ ევროპაში აღარ არის – VI ტური

მორჩა: „ბარსა“ ოფიციალურად გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან და ეს მოსალოდნელიც იყო. არ არის ეს „ბარსელონა“ ის გუნდი, რომელსაც ძალუძს ევროპის მასშტაბით (ალბათ ესპანეთისაც) დიდ მიზნებს შეეჭიდოს. მოვა დრო და „ბარსელონა“ ისევ გახდება დიდი „ბარსა“, მაგრამ ამისთვის დრო და მუშაობაა საჭირო, მარტო ჩავის მწვრთნელად მოყვანა საქმეს მყისიერად ვერ უშველის. უმოტივაციო „ბაიერნმა“ არ დაინდო სახელოვანო მეტოქე და დიდი პრობლემების გარეშე დაამარცხა.

თოვლი მოვიდა და ამის გამო გადაიდო “ატალანტასა” და “ვილიარეალის” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. უფრო სწორად გადამწყვეტი, მეორე ადგილოსანი სწორედ ურთიერთშეხვედრაში გაირკვევა. მსაჯმა თამაშის დაწყება ჯერ 20 წუთით გვიან გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ საერთოდ გადაიტანა. თუ ამინდმა ამის საშუალება მისცა, მატჩი დღეს საღამოს ჩატარდება.

თანაბარ G ჯგუფში ყველას ჰქონდა შანსი, მაგრამ მხოლოდ ის ორი გავიდა ჯგუფიდან, ვინც უკეთ ითამაშა გადამწყვეტ შეხვედრებში.

E ჯგუფი

ბაიერნი – ბარსელონა 3:0
გოლები: 1:0 მიულერი (34), 2:0 სანე (43), 3:0 მუსიალა (62)

ბენფიკა – დინამო (კ) 2:0
გოლები: 1:0 იარემჩუკი (16), 2:0 ჟილბერტო (22)

„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 6-დან 6 მატჩი მეორედ მოიგო. ეს „რეალსაც“ გაუკეთებია.

„ბარსელონამ“ „ბაიერნთან“ ზედიზედ 4 მატჩი წააგო საერთო ანგარიშით 4:17.

„ბარსამ“ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 2 მატჩი მოიგო და 2 გოლი გაიტანა – ორივე კიევის „დინამოსთან“.

„ბარსა“ ზედიზედ 17-ჯერ გადიოდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. მარტო „რეალს“ აქვს უფრო ხანგრძლივი სერია – 25.

ტომას მიულერმა ტურნირზე 50-ე გოლი გაიტანა და ისტორიაში ბომბარდირთა შორის მე-7 ადგილზეა.

მიულერი იმის შესახებ, რომ 8 გოლი გაუტანა „ბარსას“: „ჩემი კლიენტი. მხიარულად ვიყავით“.

ნაგელსმანი: „ბაიერნი“ დომინირებდა დიდ მეტოქესთან. შეგვეძლო სამზე მეტი გაგვეტანა“.

ლაპორტა: „ჩვენ ყველამ ერთი მიმართულებით უნდა მოვუსვათ ნიჩბები და შევცვალოთ მძიმე სპორტული და ფინანსური სიტუაცია“.

ჩავი: „ეს ძალიან მძიმე დროა, მაგრამ „ბარსა“ იმუშავებს, რათა ვითარება გამოასწოროს“.

„ბენფიკას“ მწვრთნელი ჟესუში: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ტურნირს მიღმა „ბარსელონას“ ტოვებ“.

F ჯგუფი

ატალანტა – ვილიარეალი – გადაიდო

მანჩესტერი – იანგ ბოიზი 1:1
გოლები: 1:0 გრინვუდი (9), 1:1 რიდერი (42)

G ჯგუფი

ზალცბურგი – სევილია 1:0
გოლი: ოკაფორი (50)
გაძევება: ჯორდანი (64, სევილია)

ვოლფსბურგი – ლილი 1:3
გოლები: 0:1 ილმაზი (11), 0:2 დავიდი (72), 0:3 გომესი (77), 1:3 სტეფენი (89)

„ზალცბურგი“ პირველი ავსტრიული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.

5 ფრანგული გუნდი გავიდა ევროთასების პლეი-ოფში: 4 – პირველი ადგილიდან და პსჟ – მეორედან.

ლოპეტეგი „სევილიას“ გავარდნაზე: „როდესაც მომენტებს ვერ იყენებ, რთულია მიზნის მიღწევა“.


H ჯგუფი

იუვენტუსი – მალმიო 1:0
გოლი: კინი (18)

ზენიტი – ჩელსი 3:3
გოლები: 0:1 ვერნერი (2), 1:1 კლაუდინიო (38), 2:1 აზმუნი (41), 2:2 ლუკაკუ (62), 2:3 ვერნერი (85), 3:3 ოზდოევი (90+4)

„ჩელსის“ მხოლოდ 4 პოტენციური მეტოქე ჰყავს 1/8 ფინალში. ესენია „ბაიერნი“, „რეალი“, აიაქსი“ და „ლილი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკა გორგოძე დიდების დარბაზშია და საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის: დაუჭირეთ მხარი გორგოძილას

წილისყრისთვის კალათები მზადაა: ერთი-ორი მაგარი წყვილი გარანტირებულია