in ,

წილისყრისთვის კალათები მზადაა: ერთი-ორი მაგარი წყვილი გარანტირებულია

მიუხედავად იმისა, რომ „ატალანტას“ და „ვილიარეალის“ მატჩი ვერ ჩატარდა და სავარაუდოდ დღეს გაიმართება, უკვე სრულად არის ცნობილი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრისას კალათები.

განთესილთა შორის მოხვდნენ:

„სიტი“, „ლივერპული“, „აიაქსი“, რეალი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერი“, „ლილი“, „იუვენტუსი“.

განუთესავები არიან:

პსჟ, „ატლეტიკო“, სპორტინგი“, „ინტერი“, „ბენფიკა“, „ვილიარეალი“/“ატალანტა“, „ზალცბურგი“, „ჩელსი“.

1/8 ფინალის წილისყრა შვეიცარიის ნიონში ორშაბათს, 13 დეკემბერს, შუადღეს შედგება.

წილისყრის წესების თანახმად, ერთი ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ვერ შეხვდებიან ამ ეტაპზე.

ნებისმიერ შემთხვევაშა, რამდენიმე სუპერწყვილი აუცილებლად დაჯდება. სულ რომ არაფერი პსჟ ვისაც არ უნდა შეხვდეს, უკვე გრანდების დაპირისპირება გამოვა, ასევე თუნდაც „ატლეტიკო“, „ჩელსი“ ან „ინტერი“.

განთესილები პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ, შესაბამისად განმეორებით შეხვედრას – შინ.

1/8 ფინალების პირველი მატჩები 15, 16, 22 და 23 თებერვალს გაიმართება, საპასუხო – 8, 9, 15 და 16 მარტს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდები დაპატარავდნენ: ბარსას ადგილი ნაღდ ევროპაში აღარ არის – VI ტური

ბითაძე დაბრუნდა, მაგრამ ცოტა ხნით: 2 ქულა 4 წუთში