in ,

დე იონგის 100%: ფენომენალური მატჩი “ბენიტო ვილამარიზე”

გუშინ, 7 თებერვალს, “ესტადიო ბენიტო ვილამარინზე” ლა ლიგის 22-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ანდალუსიურ–კატალონიურ ორთაბრძოლაში “ბეტისი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული, უხვგოლიანი გამოდგა და “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა (2:3).

მატჩი “ბეტისის” უპირატესობით დაიწყო და პირველი ნახევარი ბორხა იგლესიასის გოლით მოიგო კიდეც.

მეორე ნახევარში რონალდ კუმანმა მოედანზე ლიონელ მესი გამოიყვანა და არგენტინელმა “ბლაუგრანას” თამაში რადიკალურად შეცვალა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა მოედანზე გამოსვლიდან ორ წუთში გაიტანა და მატჩის მიწურულს ტრინკაოსაც გაატანინა.

ლეოს ჩინებული თამაში, უკვე არავის უკვირს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ფრენკ დე იონგის ჩინებული სტატისტიკა. 23 წლის ნიდერლანდელი მეორე ტაიმში ჩაერთო და ზუსტი პასების მაჩვენებელი 100% ჰქონდა.

საბოლოოდ, 3:2 “ბარსელონას” სასარგებლოდ. 21 თამაშის შემდეგ, “ბარსელონას” სატურნირო ცხრილში 43 ქულა აქვს და მე-2 ადგილს იკავებს. კატალონიელები ცხრილის ლიდერ მადრიდის “ატლეტიკოს” 7 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზლატანმა 500 გოლს გადააჭარბა – სერია A ფაქტებში

ზიდანს პრობლემები აქვს: მადრიდელთა “ლაზარეთი” იზრდება