ისე მოხდა, რომ ლა ლიგის მომდევნო ტურში რამდენიმე დერბია. რადგან მადრიდული დაპირისპირება ამ ჯერზე დიდი ვერაფერია, ამიტომ ყურადსაღები ცხელი და ვნებიანი ანდალუსიური დერბია – „სევილია“ „ბეტისს“ უმასპინძლებს. თანაც, ახლა ამ გუნდების დაპირისპირებას პრაქტიკული მნიშვნელობაც ემატება. მართალია, „სევილია” უკეთეს პოზიციაზეა, მაგრამ ბოლო დროს ისეთი დამაჯერებელი ვეღარ არის და თუ „ბეტისმა“ გამარჯვება მოახერხა, სხვაობა 3 ქულამდე დავა და ოთხეულისთვის ბრძოლა (უფრო მე-4 ადგილისთვის) კიდევ უფრო აქტუალური გახდება.
ამ სეზონის პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მანამდე კი ბოლო 3 ურთიერთშეხვედრა „სევილიამ“ მოიგო.
„სევილიამ“ ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩი წააგო.
„ბეტისმა“ კი… ბოლო 4 მატჩი მოიგო ზედიზედ.
თუმცა თუ ბოლო თამაშს „ბარსასთან“ წაგებას არ ჩავთვლით, „სევილია“ ბოლო მატჩებს საკუთარ სტადიონზე იგებს. მაგრამ „ბეტისმაც“ მოიგო ბოლო ორი გასვლითი თამაში.
მოკლედ, დაძაბულ და ცოტა რთულად საპროგნოზო შეხვედრას ველით.
ბუქმეკერები კი ასეთ ფსონებს ჩამოდიან:
სევილიას მოგება – 2.05
ფრე – 3.40
ბეტისის მოგება – 3.60
[poll id=”10000″]
ერთპიროვნულ ლიდერ „ატლეტიკოს“ ისევ მადრიდული მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ რა შედარებაა – „რეალის“ მერე „ხეტაფე“ გველეშაპაად ნამდვილად არ მოჩანს, მით უმეტეს, წლეულს მადრიდის გარეუბნის გუნდი აღარ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის და ლიგაში ადგილის შენარჩუნება უფრო უწევს.
თანაც ბოლო 5 ერთმანეთში ნათამაშევი ყველა „ატლეტიკომ“ მოიგო.
ისე კი ათლეტებმა ლა ლიგაში ბოლო 5 მატჩიდან მარტო 2 მოიგეს, „ხეტაფემ“ კი 5-დან 1 მოიგო და 4 წააგო.
კოეფიციენტები ასეთია:
„ხეტაფე“ მოიგებს – 4.75; ფრე – 3.10; „ატლეტიკო“ მოიგებს – 1.95.
“ატლეტიკომ” ოთხშაბათს გამოტოვებულ მატჩში ბილბაოს “ატლეტიკს” 2:1 მოუგო და კარგ ხასიათზე დადგა
ტურს ვალენსიელები გახსნიან – „ლევანტე“-„ვალენსიას“ დერბი, რომლებიც ცხრილში გვერდი გვერდ და შუაში არიან და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის დიდი ანონსი ვეღარ არის.
„ვალენსია“ მოგება – 2.10; ფრე – 3.40; „ლევანტეს“ მოგება – 3.50.
ისე, ბოლო ურთერთშეხვედრებში ან „ვალენსია“ იგებს ან ფრეა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გრანდი კი ცხრილის ქვემოთ მყოფ გუნდებს მასპინძლობენ და სტატუს ქვოს შენარჩუნებას არათუ ეცდებიან, აუცილებლად უნდა გააკეთონ კიდეც. ორივე უპირობო ფავორიტია ბუქმეკერებისთვისაც.
„რეალის“ მოგებაზე 1.18 კოეფიციენტია.
ფრეზე – 7.00 წერია და „ელჩეს“ მოგებაზე – 15.00.
ელჩეში ამ სეზონის მატჩი 1:1 დასრულდა, თუმცა „რეალს“ არ უჭირს „ელჩეს“ შინ დამარცხება. თანაც, „ელჩემ“ ბოლო 4 გასვლითი მატჩი წააგო.
„ბარსას“ მოგებაზეც 1.18-ია. „უესკას“ სენსაცია – 13.00-ად შეფასდა, ხოლო ფრე – 7.50.
„ბარსას“ ძალიან უყვარს შინ „უესკასთან“ თამაში. „ბლაუგრანამ“ ბოლო ორი მატჩი „ნოუ კამპზე“ მეტოქე არ დაინდო – 8:2 და 8:1 (თასზე) მოუგო.
ლა ლიგა – 27-ე ტური
პარასკევი, 12 მარტი
ლევანტე – ვალენსია
შაბათი, 13 მარტი
ალავესი – კადისი
რეალი – ელჩე
ოსასუნა – ვალიადოლიდი
ხეტაფე – ატლეტიკო
კვირა, 14 მარტი
სელტა – ბილბაო
გრანადა – სოსიედადი
ეიბარი – ვილიარეალი
სევილია – ბეტისი
ორშაბათი, 15 მარტი
ბარსელონა – უესკა
GIPHY App Key not set. Please check settings