სერია ა-ს მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა ჯანლუკა როკიმ აცნობა, რომ არბიტრებსა და ვიდეოასისტენტებს შორის მოლაპარაკებები ხელმისაწვდომი გახდება: საუბრის მოსმენა ყველას შეეძლება.
– ვიდეოგამეორება – შესანიშნავი ინსტრუმენტია, მაგრამ მსაჯები უნდა იყვნენ თანმიმდევრული და დაბალანსებული. თუ ასე არ ხდება, VAR მტერი გახდება.
– არის იმის შანსი, რომ მსაჯსა და ვიდეოასისტენტებს შორის მოლაპარაკებები მოვისმინოთ?
– მალე ასეც იქნება, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ქომაგებისთვის მნიშვნელოვანია გაიგონ როგორ მიმდინარეობს ურთიერთობა მათ შორის.
– მწვრთნელებს თუ ექნებათ საშუალება ვიდეოგამეორება მოითხოვონ?
– არ ვართ ამის წინააღმდეგი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რას ფიქრობენ თავად მწვრთნელები.
GIPHY App Key not set. Please check settings