in

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იტალიაში გამოჩნდა კვარადონა: აპენინებზე ხვიჩათი აღფრთოვანებულები არიან

ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულ თამაშს სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში „იუვენტუსთან“ (5:1) ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მოყვა. ახალგაზრდა ქართველს ვინ არ აქებს. შეგახსენებთ, ხვიჩამ გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და პირველ გოლშიც უდიდესი წვლილი შეიტანა.

Corriere dello Sport-ის იტალიელი ჟურნალისტი მასიმილიანო მარტინი საუბრობს თუ რას ფიქრობს ხვიჩა კვარაცხელიაზე „იუვენტუსთან“ მატჩში.

„მთელმა გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტია. კვარაცხელია როგორც ყოველთვის თავის სიმაღლეზე იყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. ამ მიზეზით ის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა სერია ა-ში.
ხვიჩა – ახალი მარადონა? დიეგო მაინც სხვა პლანეტიდანაა, მაგრამ თუ ეს „ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს, ვინ იცის იქნება დაიბადოს ახალი კვარადონა – ხვიჩა კვარაცხელია“, – ციტირებს მარტინის ნააზრევს Sport24.

იტალიელი მწვრთნელი მასიმო კარერა, რომელსაც ერთი სეზონი (2003/2004) მოთამაშედ აქვს „ნაპოლიში“ გატარებული, ხოლო 2009-14 წლებში „იუვეში“ მუშაობდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

„ხვიჩამ დიდებულად ითამაშა. სწორედ ქართველის დამსახურებაა „იუვენტუსის“ განადგურება. „ნაპოლი“ შესანიშნავ სეზონს ატარებს, ხოლო კვარაცხელია თითოეულ მატჩში ამტკიცებს, რომ დიდი ფეხბურთელი დადგება. ახლა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იტალიაში გამოჩნდა კვარადონა“.

ხვიჩას ყოფილი მწვრთნელი მოსკოვის „ლოკომოტივში“ იური სიომინი:

„ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ევროპაში. გვიხარია, რომ ხვიჩა ბრწყინავდა. გააკეთა პასები, გაიტანა გოლი. არაჩვეულებრივი შედეგია“.

ლუჩანო სპალეტიმ და ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური მედიის მხრიდან მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.
La Gazzetta dello Sport-მა და Tuttosport-მა ხვიჩას 7,5 დაუწერეს, სპალეტის – 8,0. Corriere dello Sport-მა უფრო დააფასა ჩვენიანი – 8,5, სპალეტი – 8,0. უმსხვილესი ტვ-ჰოლდინგი Mediaset ხვიჩას თამაში 8,0 უწერს, სპალეტის – 7,5.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ოსიმენი დაასახელეს. მაგალითად, Corriere dello Sport-მა ნიგერიელს იტალიისთვის უჩვეულოდ მაღალი შეფასება დაუწერა – 9,0.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორი ჯადოსნური საღამოა: ხვიჩა

მამუკელაშვილის 5 ქულა 7 წუთში მაიამისთან