in ,

დაიკიდეს – XXXII ტური

გერმანიის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, დარჩენილია სულ 2 ტური, თუმცა გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრი რამაა. ცნობილია ჩემპიონი და ერთი გავარდნილის ვინაობა. ოთხეულისთვის ბრძოლა გრძელდება, ისევე როგორც დარჩენისთვის.

მოადუნეს ყურადღება უმოტივაციო ლიდერებმა. წინა ტურში გაჩემპიონებულმა „ბაიერნმა“ გასვლაზე „მაინცთან“ წააგო (ლევანდოვსკიმ ისევ გაიტანა), რომელსაც კარგა ხანია არ მოუგია. მე-2 ადგილოსანმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი აიწონა-დაიწონა საშინაო თამაშში დაუთმო სამშვიდობოს გასულ „ბოხუმს“. ჯერ სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მერე ჰაალანდის 3 გოლით „ბორუსია“ გაიჭრა წინ, თუმცა ბოლო ათ წუთში 2 გოლი გაუშვა და ისე გამოვიდა, რომ დორტმუნდელებმა ზედიზედ ორი, ბოლო 5 მატჩში კი 3 მატჩი წააგეს.

კიმიხი: “ეს გაკვეთილი უნდა იყოს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება”.

ნაგელსმანი: “ჩვენ ყოველთვის გვსურს გარკვეული ვნება თამაშში, რომელიც დღეს არ გვქონია. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ფეხბურთელებმა ჩემპიონობა წინა ტურში აღნიშნეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ემბლემაც, რომელსაც ისინი ატარებენ”.

ჰაალანდმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ჩემპიონატის 64 მატჩში 61 გოლი მოიგროვდა.

საინტერესოა, რომ ეს არ ყოფილა ტურის ერთადერთი 3:4, ასეთივე ანგარიში კიდევ ერთ და უფრო პრინციპულ შეხვედრაში დაფიქსირდა. „ჰოფენჰაიმს“ ევროზონაში მოხვედრის შანსი ჰქონდა, ხოლო „ფრაიბურგი“ საერთოდ ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს. გადამწყვეტი მეორე ტაიმის შუა ნაწილი გამოდგა, როდესაც სტუმარმა „ფრაიბურგმა“ 3 წუთში (70-ე და 73-ე წთ) 2 გოლი გაიტანა და 4:2 დაწინაურდა, შესაბამისად, „სოფლელების“ მესამე გოლმა ვითარება ვერ გამოასწორა.
ახლა „ფრაიბურგი“ კი არის მე-4 ადგილზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ მისი მთავარი მეტოქეები ორშაბათს თამაშობენ. თუმცა მთავარ მეტოქეებად „ბაიერი“ და „ლაიპციგი“ კი მოვიხსენიეთ, მაგრამ ბოლო 4 თამაშის მომგები „კიოლნიც“ არ არის შორს და იქნებ თხებმაც გაიბრძოლონ.

Lucas Höler SCF, 9 erzielt das Tor zum 2:3, Treffer, Torerfolg, Highlight, Action, Aktion, Spielszene, 30.04.2022, Sinsheim Deutschland, Fussball, Bundesliga, TSG 1899 Hoffenheim – SC Freiburg, DFB/DFL REGULATIONS PROHIBIT ANY USE OF PHOTOGRAPHS AS IMAGE SEQUENCES AND/OR QUASI-VIDEO. *** Lucas Höler SCF, 9 scores the goal to 2 3, hit, goal, highlight, action, game scene, 30 04 2022, Sinsheim Germany , Football, Bundesliga, TSG 1899 Hoffenheim SC Freiburg, DFB DFL REGULATIONS PROHIBIT ANY USE OF PHOTOGRAPHS AS IMAGE SEQUENCES AND OR QUASI VIDEO xozx

ბუნდესლიგა – XXXII ტური

უნიონი – ფიურტი 1:1
შტუტგარტი – ვოლფსბურგი 1:1
მაინცი – ბაიერნი 3:1
დორტმუნდი – ბოხუმი 3:4
აუგსბურგი – კიოლნი 1:4
არმინია – ჰერტა 1:1
ჰოფენჰაიმი – ფრაიბურგი 3:4

ორშაბათი, 2 მაისი
გლადბახი – ლაიპციგი
ლევერკუზენი – აინტრახტი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

ეს ერთი: კიდევ ერთი ტიტული საუკეთესო გუნდს და ბარსა ჩამოტოვებულია – XXXIV ტური