in ,

დავით ვოლკოვი: ველოდი, რომ შანსი მომეცემოდა – ქვეყნისთვის თამაში დიდი პასუხისმგებლობაა

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. “ჯვაროსნები” მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს 11 ნოემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. 15 ნოემბერს კი, გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” უზბეკეთს შეხვდება.

ნაკრებს ბოლო მომენტში ტრავმის გამო, ბელგიური “სერენის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა და მის ნაცვლად ვილი სანიოლმა ნაკრებში აზერბაიჯანული “ზირას” თავდამსხმელ დავით ვოლკოვს უხმო. 26 წლის ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, უკვე 8 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ნაკრებში სადებიუტო გამოძახების შესახებ სასაუბროდ, Sport4me.ge დავით ვოლკოვს დაუკავშირდა და მასთან მოკლე კომენტარი ჩაწერა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ნაკრებში მოხვედრა ისეი შეგრძნებაა, ამის სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება. რაღაც დოზით ველოდი, რომ წარმატებული საკლუბო თამაშების შემდეგ, სანიოლი შანსს მომცემდა. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც ნაკრების მაისურს იცვამ და შენი ქვეყნის დროშის ქვეშ თამაშობ. ნოემბერში ჩვენი მაქსიმუმი ორივე თამაშის მოგება იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – თქვა დავით ვოლკოვმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არასრულ ერთ დღეში: ყველა ბილეთი გაყიდულია

გულშემატკივრების თანდასწრებით თამაში დიდ მოტივაციას გვძენს: ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა