in ,

გურამ კაშია: ზლატანი მცველებს შეურაცხყოფას აყენებს, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს

საქართველოს ნაკრები, დღეს, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

“ჯვაროსნების” ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ქართველ გულშემატკივარზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველ მატჩში ქართველ მცველებს შეურაცხყოფას აყენებდა. კაშიას დღეს სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს.

“ის დიდი ფეხბურთელია, მატჩის დროს ბევრს ლაპარაკობს, შეურაცხყოფასაც გაყენებს, მაგრამ ჩემზე მისი საუბარი არ მოქმედებს. ასე სხვა ფეხბურთელებიც იქცევიან ხოლმე. ნეტავ, მატჩის დასრულების შემდეგ მხოლოდ მას ჰქონდეს შეურაცხყოფა მიყენებული და სხვა არავის.

საშინელი სექტემბერი გვქონდა, ძალიან ცუდი შეკრება იყო, ცუდად ვითამაშეთ და უკმაყოფილო ვართ ყველა იმ პერიოდით, შვედეთთან მატჩისთვის კი კარგი განწყობით ვემზადებით.

წინა მატჩებშიც გამოჩნდა გულშემატკივრის როლი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტადიონზე გულშემატკივარიც იქნება და მოგვეხმარება წარმატების მიღწევაში”, – თქვა კაშიამ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინი ძველ ფორმას იბრუნებს: გიოს 14 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

შოთი კრასნოდარში? ქართველი ლეგენდა რუსულ კლუბს სურს