in ,

გურამ კაშია: ბოლო მატჩები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. ჩვენმა ნაკრებმა გორში უზბეკეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი აზერბაიჯანული “ზირას” თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა გაიტანა. ვოლკოვისთვის ეს ნაკრებში ჩატარებული მეორე მატჩი და პირველი გოლია.

ზუროსმა შემადგენლობა დაასახელა: თოკო და შერმადინი ნაკრებში მოდიან

მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.

“ბოლო სამი მატჩი გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ მომდევნო შესარჩევი ციკლი მაღალ დონეზე ჩავატაროთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ კომფორტულია”, – გურამ კაშია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზუროსმა შემადგენლობა დაასახელა: თოკო და შერმადინი ნაკრებში მოდიან

ვილი სანიოლი: 4 თვე ერთმანეთს ვერ შევხვდებით და მნიშვნელოვანი იყო პოზიტიურ განწყობაზე დავშორებოდით