საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდური ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ იმ ძიუდოისტების ვინაობა დაასახელა, რომლებიც მომავალ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ.
ტრადიციულად შეჯიბრი მამაკაცთა შორის-73, 90 და +90 კკ და ქალებში 57, 70 და +70 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გაიმართება. 3:3 დაფიქსირების შემთხვევაში, წილისყრა გამოავლენს იმ წონით კატეგორიას, რომლის ძიუდოისტებიც გადამწყვეტი ქულისთვის იბრძოლებენ.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი ძიუდოისტებით იასპარეზებს.
კაცები: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე – 73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ.)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70კკგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.)
ძიუდოში გუნდური ევროპის ჩემპიონატს 27 ნოემბერს რუსეთის ქალაქი უფა უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings