in ,

გოლი ძალიან გვიან, რეალი ბერნაბეუზე დაბრუნდა – IV ტური

ნაკლული ტური გამოვიდა ესპანეთში. ორი მატჩი, მათ შორის ცენტრალური, გადაიდო, ორი კი დღესაა. აღსანიშნავი მოვლენა კი მადრიდში მოხდა, სადაც “რეალი” მშობლიურ “სანტიაგო ბერნაბეუს” დაუბრუნდა. მართალია სტადიონის რეკონსტრუქცია არ დასრულებულა (2022 წლის დეკემბრისთვის იგეგმება გახსნა), მაგრამ გუნდმა თამაში მაინც მოახერხა. ოღონდ სულ ოდნავ ჩაშხამდა, რადგან პირველი გოლი მისმა მეტოქემ “სელტამ” გაიტანა. მთავარი კი მაინც გამარჯვება იყო, რომელიც მადრიდელებმა მეორე ტაიმში მოახერხეს. ბენზემას სამ გოლს ახალწვეულმა კამავინგამაც მიამატა.
ამ გამარჯვებით “რეალი” პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა მასავით 10 ქულა აქვთ “ატლეტიკოს” და “ჩვენს” “ვალენსიას”. ჩემპიონს ძალიან გაუჭირდა კი არა, წესით არც უნდა მოეგო ბარსელონაში “ესპანიოლთან”, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-9 წუთზე შეაგდო გამარჯვების გოლი.

“ატლეტიკომ” გაიტანა ყველაზე გვიანი გოლი ლა ლიგის ისტორიაში – ლემარმა “ესპანიოლთან” 98:55 წუთზე.

ბენზემას 9 (5+4) ქულა აქვს “გოლი + პასის” სისტემით 4 მატჩში. ის ლა ლიგის ლიდერია.

კამავინგამ “რეალში” პირველი გოლი გაიტანა დებიუტიდან 6 წუთში.

ანჩელოტი: “რეალის” პოტენციალი შეტევაში არაჩვეულებრივია, დაცვაში უნდა მოვუმატოთ. ვინისიუსი მაღალ დონეს აჩვენებს”.

ვინისიუსმა გოლი ფანებთან ერთად აღნიშნა ტრიბუნაზე. სტიუარდებმა და პოლიციელებმა ის დააბრუნეს, მსაჯმა კი ყვითელი აჩვენა.

ლა ლიგა – IV ტური

ლევანტე – რაიო ვალეკანო 1:1
ვილიარეალი – ალავესი გადაიდო
ბილბაო – მალიორკა 2:0
სევილია – ბარსელონა გადაიდო
ესპანიოლი – ატლეტიკო 1:2
ოსასუნა – ვალენსია 1:4
კადისი – სოსიედადი 0:2
რეალი – სელტა 5:2

13 სექტემბერი
ხეტაფე – ელჩე
გრანადა – ბეტისი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ელოშვილის გოლი კუთხურიდან: მერებაშვილმა დიდი ხნის შემდეგ გაიტანა

მამარდაშვილი ბოლომდე დამაჯერებელი არ ყოფილა: მასზე დაბალი შეფასება მარტო ორ ფეხბურთელს აქვთ