in ,

გიორგი ლორია: მეკარეობა ცხოვრებას ჰგავს – ერთ ფეხის დაცდენას არ გპატიობენ

ქართული ფეხბურთის სტაჟიან ქომაგებს, კარგად ემახსოვრებათ 10-15 წლის წინ საქართველოს ნაკრებში მეკარის სერიოზული პრობლემა იყო. დიდად არც სხვა პოზიციებზე გვილხინდა, მაგრამ მეკარე როცა ბევრ შეცდომას უშვებს და დამაჯერებელი ვერაა, ეს ფეხბურთელებზეც მოქმედებს. ბოლო პერიოდში კი, ეს პრობლემა დიდწილად გადაიჭრა. ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, გიორგი მაკარიძე, გიორგი ლორია… ეს უკანასკნელი საქართველოს ნაკრების ღირსებას უკვე მე-13 წელია იცავს და ეროვნული გუნდის შეუცვლელი წევრია. ლორიას ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 65 შეხვედრააა.

34 წლის მეკარემ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საწყისი სამივე მატჩი ჩაატარა. ესპანეთთან შეხვედრაში მეორე გაშვებული გოლი ბევრმა სწორედ მას დააბრალა.

ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ Sport4me.ge საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას “ანორთოსისის” მეკარეს გიორგი ლორიას კვიპროსზე დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მეკარეობა, როგორც დაუფასებელი პროფესია

მეკარე ყველაზე დაუფასებელი პროფესიაა. მეკარეობა ცხოვრებას ჰგავს. ადამიანს შეიძლება ბევრი კარგი ჰქონდეს გაკეთებული, მაგრამ ყველა იმ ერთ ცუდს გაახსენებს. მეკარემ შეიძლება 10 მაგარი ბურთი აიღოს, საკუთარი გუნდი არაერთხელ გადაარჩინოს და ბოლოს ერთი შეცდომა დაუშვას. ხალხი იმ სეივებს კი არ გაიხსენებს, იმ ფეხის დაცდენას არ გაპატიებენ. ამიტომაც, მეკარეობას დიდი ფსიქოლოგია სჭირდება. მუდმივად უნდა იშრომო და გათვიცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ შენი თითოეული შეცდომა ყველას უფრო ემოხსოვრება, ვიდრე მოგერიებული ბურთი.

საქართველოს ნაკრების მატჩების შეფასება

ერთს მეც გკითხავთ: როგორც გულშემატკივარს, ამ სამ თამაშში რისი მოლიდინი გქონდათ?

ალბათ, ბერძნებთან ქულა. რეალობიდან გამომდინარე ესპანეთთან და შვედეთთან დიდი ანგარიშით მარცხსაც კი ველოდით…

დიახ, მეც მაგას ვგულისხმობ. ამ თამაშამდე ქომაგების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ესენი სამივე თამაშს წააგებენ და ვერაფერს მიაღწევენო. თუმცა, ბიჭებმა მოვახერხეთ ჩრდ. მაკედონიასთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, მობილიზება და ახალი შესარჩევი ციკლი ახალი მიზნებით დავიწყეთ. შვედეთთან და ესპანეთთანაც შეგვეძლო ქულების მოპოვება და ცოტა გამართლება დაგვაკლდა. ბერძნებთან კი, ის ფეხბურთი ვითამაშეთ, რომლითაც სამომავლოდ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

ვილი სანიოლი

ვილი სანიოლის მსოფლიო ფეხბურთში დიდი სახელი აქვს. დიდი ფეხბურთი ითამაშა და ასეთი ავტორიტეტი რომ არის ნაკრების მწვრთნელი, ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორი მებრძოლი ფეხბურთელიც იყო, ზუსტად ისეთ მებრძოლ, შემტევ ფეხბურთს გვათამაშებს და თამაშამდე საოცარი ენერგიით გვმუხტავს.

სანიოლს ამ მატჩებამდე არ მიეცა ფეხბურთელების კარგად გაცნობის საშუალება და მცირე მოსამზადებელი დრო ჰქონდა. ბევრი დებიუტანტია და ფაქტობრივად ახალი გუნდის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. მე მსიამოვნებს მასთან მუშაობა და მჯერა ამ ადამიანის.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიური წყაროც ადასტურებს: როსონერის კვარაცხელია სურს

ქვილითაია პანათინაიკოსს შესთავაზეს