in ,

იტალიური წყაროც ადასტურებს: როსონერის კვარაცხელია სურს

20 წლის ქართველი ტალანტის გადაბირებით არაერთი სახელიანი კლუბი ინტერესდება. ალბათ, რთული გამოსაცნობი არაა, საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზეა. მის მიმართ სურვილი აქამდეც იყო, მაგრამ წარმატებული სანაკრებო მატჩების შემდეგ, ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ეს არცაა გასაკვირი, სანაკრებო მატჩებს, მით უმეტეს ესპანეთთან, ხომ ყველა აკვირდება.

საუბრები იყო “სევილიაზე”, რომ საბერძნეთთან მატჩს კვარაცხელიას სანახავად ანდალუსიური გუნდის სპორტული დირექტორი დაესწრებოდა.

ასევე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი ამ დღეებში იტალიაში “მილანისა” და “იუვენტუსის” ხელმძღვანელებთან მოსალაპარაკებლად მიდის.

ხვიჩას აგენტი მილანთან და იუვენტუსთან მოსალაპარაკებლად მიდის: კვარაცხელიას კალაძე ეხმარება

კვარაცხელიას მიმართ “მილანის” ინტერესს ადასტურებს “როსონერის” ოფიციალური ფანკლუბის გვერდიც. milan live“-ის მტკიცებით, ხვიჩას მიმართ “მილანის” დაინტერესება სერიოზულია და არ არის გამორიცხული, გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა სწორედ ქართველის შეძენით გახსნას.

“ახლა მოდაში ხვიჩა კვარაცხელიაა – შემტევი ნახევარმცველი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ „მილანს“ დაუკავშირეს. მას ასევე იწვევენ „იუვენტუსი“ და დორტმუნდის „ბორუსია“. არც ისე დიდი ხნის წინ, დაიწყეს საუბარი „მილანის“ დაინტერესებაზე კვარაცხელიათი, რომელიც რუსეთის უმაღლესი ლიგის ყაზანის „რუბინის“ 20 წლის შემტევია. ქართველმა ახალგაზრდამ ევროპის მრავალი წამყვანი კლუბის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი „მილანია“, – წერს milan live.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “Sport mediaset” ადასტურებს.

ხვიჩამ “რუბინის” შემადგენლობაში გუშინაც მოახერხა გატანა და წესით ზაფხულში ის უფრო მაღალი დონის კლუბში უნდა ვიხილოთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ეს გოლი უბრალოდ უნდა ნახოთ

გიორგი ლორია: მეკარეობა ცხოვრებას ჰგავს – ერთ ფეხის დაცდენას არ გპატიობენ