in ,

გვარდიოლა ბაიერნს მიმართავს: როცა გინდათ, სადაც გინდათ ვითამაშოთ მეშვიდე თასისთვის

გუშინ, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიუნხენის “ბაიერნმა” მექსიკური “ტიგრესი” ბენჟამინ პავარის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მიუნხენელებმა 2008/09 წლების სეზონში კატალონიის “ბარსელონას” დაფიქსირებული შედეგი გაიმეორეს და ერთ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს.

ბაიერნმა გვარდიოლას ბარსელონა გაიმეორა: 6 ტიტული სეზონში

ფლიკის 6 ტიტული: საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკია, ბომბარდირი 35 წლის ჟინიაკი

ჰანსი ფლიკი პეპ გვარდიოლას შემდეგ გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც საკუთარ გუნდს ტრიპლეტი შეასრულებინა. ფინალის დასრულების შემდეგ, პეპმა თავის ყოფილ გუნდს (გვარდიოლა “ბაიერნსაც” წვრთნიდა) გამარჯვება მიულოცა, მაგრამ აღნიშნა მისი ის “ბარსელონა” ამ “ბაიერნზე” გაცილებით ძლიერი გუნდი იყო.

“გილოცავთ 6 ტიტულს, მაგრამ შეგახსენებთ თქვენამდე სხვა გუნდი იყო. დავურეკავ მესის და კამპანიას. ვითამაშოთ მეშვიდე თასისთვის”, – ამბობს პეპ გვარდიოლა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: რაფაელ ნადალს მაყურებელმა შუა თითი აჩვენა და ამის მიზეზიც ახსნა

იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: საქართველო? გეყოთ, გეყოთ