in

გერმანელი ფანები პოლიციელებმა ცემეს და ძაღლებმა დაკბინეს, არ დაინდეს კლუბის პრეზიდენტიც

ბერლინის „უნიონის“ გულშემატკივრები დიდხანს დაიმახსოვრებენ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს. გერმანული კლუბი როტერდამში „ფეიენოორდს“ შეხვდა. ჰოლანდიური პოლიცია არამეგობრულად შეხვდა სტუმრებს.

ფანების გაერთიანება Eiserne Hilfe-ის ტვიტერმა  აცნობა, რომ მატჩამდე სამართალდამცველები აგრესიულად იქცეოდნენ ულტრასების მისამართით და რამდენიმე სტადიონის მისადგომებთან ცემეს კიდეც.

სასტარტო სასტვენამდე კი პოლიცია „უნიონის“ გულშემატკივრებს იჭერდა და საპატიმრო მანქანებში ყრიდა. ამასთან, მაყურებელი შესასვლელთან შეაყოვნეს და ტრიბუნებზე არ აუშვეს. პირველი ტაიმის ბოლოს სტადიონთან დაახლოებით 200 გერმანული ულტრასი მოგროვდა.

ტვიტერზე ასევე დაამატეს ნაცემი ქომაგების ფოტოები.

„გვეგონა როტერდამში ფეხბურთზე მიხვედით და რა პოლიტიკურ მიტინგზე მოსკოვში. გაუფრთხილდით თავს“, – მეგობრებს მხარი დაუჭირეს ბერლინელთა ამერიკული გაერთიანების ფანებმა.

თამაშამდე უსიამოვნო ინციდენტი ხელმძღვანელობასაც შეემთხვა.
„ფეიენოორდის“ ხულიგნები „უნიონის“ პრეზიდენტ დირკ ცინგლერს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ, როდესაც სასტუმროს სიახლოვეს ბარში იმყოფებოდნენ. მათ შორის 7 ქალი იყო.

კიდევ კარგი „ფეიენოორდმა“ მოიგო (3:1), თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვემ ძირითადში ითამაშა და გენტმა მოიგო-ანორთოსისმა მოგება ხელიდან გაუშვა

ვინ ირბინა ყველაზე სწრაფად ლიგაზე