in

გენტის მწვრთნელი: ჩაკვეტაძეს თუ სურს ფეხბურთის თამაში, აუცილებლად უნდა გარდაიქმნას

დღეს, ბელგიის თასზე 1/8 ფინალური შეხვედრები გაიმართება. გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” “ლომელს” დაუპირისპირდება. სამატჩო განაცხადში კვლავ არის გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის შესახებაც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე “ბუფალოს” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ისაუბრა.

“გიორგი ძალიან დიდი მონაცემები და თვისებები აქვს და ის სულ სათადარიგო სკამზე არ იჯდება, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ მას ან ვინმეს ძირითად შემადგენლობაში ადგილი აქვს გარანტირებული. თითოეულმა ფეხბურთელმა მუდმივად უნდა დაამტკიცოს, რომ თამაშის ღირსია, თორემ შეუცვლელი არავინაა.

ჩაკვეტაძე ნაკრებშიც იყო გამოძახებული და ცუდი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ვარჯიშზე მოტივაცია არ ჰქონდა და არ ვარჯიშობდა. ჩვენთან დაბრუნდა და აქაც იგივეს აკეთებ. თუ მოტივაციის ნაკლებობას განიცდი და თამაში არ გინდა, ესე იგი პრობლემის მიზეზი შენ ხარ და მაშინ გუნდი უნდა დატოვო. გიორგი ერთ რჩევას მივცემდი. თუ უნდა მან დიდი ფეხბურთი ითამაშოს, აუცილებლად უნდა გარდაიქმნას”, – თქვა “გენტის” მწვრთნელმა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0