in ,

განახლებული ჩემპიონთა ლიგის პირველი კალათა გაირკვა

ჩემპიონთა ლიგის პირველი კალათის შემადგენლობა გაირკვა.

მომდევნო გათამაშებაში არ იქნება ჯგუფური ეტაპი. 36 გუნდი ე.წ. ლიგის ეტაპად ითამაშებს და თითოეული შვეიცარიული სისტემით (როგორც ჭადრაკში) 8 სხვა გუნდს შეხვდება.

გუნდები ოთხ კალათში იქნებიან თითოში 9. თითოეული შინ ოთხ მატჩს ჩატარებს და ოთხს სტუმრად.

პირველ კალათში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული და უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კიდევ 8 გუნდი მოხვდა.

მომდევნო კვალიფიკაციას საერთო სატურნირო ცხრილის მიხედვით განსაზღვრავენ. 1-8 ადგილზე გასული გუნდები 1/8 ფინალში გადავლენ, ხოლო 9-24 ადგილოსნები პლეი-ოფის მატჩებს ითამაშებენ.

წილისყრა 29 აგვისტოს ჩატარდება.

პირველი კალათა

„სიტი“, „ბაიერნი“, „რეალი“, პსჟ, „ლივერპული“, „ინტერი“, „დორმტუნდი“, „ლაიპციგი“, „ბარსელონა“.

მეორე კალათა

„ბაიერი“, „ატლეტიკო“, „იუვენტუსი“, „ატალანტა“, „ბენფიკა“, „არსენალი“, „ბრიუგე“, ასევე შესაძლოა „რეინჯერსი“ და „შახტარი.

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გარნაჩოს მაკრატელა ინგლისში წლის გოლია

ფანატიზმი კი არა ლოგიკაა საჭირო: ნაპოლი და კონტე ვაჭრობენ და 10 დღეში მორჩებიან