საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-სერია დაასრულა. ბორჯღალოსნებმა დასრულებული ტურნეს ფარგლებში ორი შეხვედრა გამართეს.
ბორჯღალოსნები ჯერ ბორდოში უძლიერეს საფრაგეთს ესტუმრნენ, საკმაოდ კარგი თამაშის ხარისხი აჩვენეს, მაგრამ შედეგი ფრანგების სასარგებლო დადგა – 15:41 “ლე ბლეს” სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი შეხვედრა ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ფიჯის წინააღმდეგ ითამაშეს. კუნძულელებთან მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ქართველი მორაგბეები რიგ სათამაშო კომპონენტებში მეტოქეზე მაღლა იდგნენ, შედეგი საკმაოდ მისაღები და მოსაწონი მივიღეთ – 15:15.
ნოემბრის ტესტების შემდეგ განახლდა მსოფლიო რაგბის რეიტინგი, ოფიციალურ გუნდურ რეიტინგში, ახალ მოცემულობაში საქართველოს ნაკრები მე-12 ადგილზეა. მე-14 ადგილზეა ექვსი ერის წევრი იტალია, რომელიც ივლისში საქართველოს ესტუმრება, ხოლო რეიტინგს სამხრეთ აფრიკა ლიდერობს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ისტორიული მატჩი: იტალია საქართველოს ეწვევა
GIPHY App Key not set. Please check settings